თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 10:00 საათზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ეპიზოდზე ბრალდებულების პროცესი გაიმართება.
დღევანდელ პროცესზე კვლავ ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვა მოხდება.
გამოკითხავენ თუ არა დღესვე ერთ-ერთ ბრალდებულ, მიხეილ კალანდიას ეს უცნობია.
ცნობისთვის, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ორი არასრულწლოვნის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ არასრულწლოვანი გ.ბ. ცნო, ხოლო დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის არასრულწლოვანი გ.ჯ.
აღნიშნულ საქმეზე დანაშაულის დაფარვასა და შეუტყობინებლობაზე ექვსი პირი, მათ შორის მირზა სუბელიანი დააკავეს. ერთი პირი - მერაბ მორჩაძე კი, სსკ-ის 372-ე მუხლით დააკავეს, რაც მოწმეზე - მიხეილ კალანდიაზე ზემოქმედებას გულისხმობს. მოგვიანებით, დააკავეს არასრულწლოვანი დ.ღ., რომელსაც ბრალი ცრუ ჩვენებისთვის აქვს წაყენებული.