დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე და მინისტრის პირველი მოადგილე მამუკა თურმანიძე ციტრუსის მიმღებ გადამამუშავებელი საწარმოების შპს ,,TCF GEORGIA’’ და შპს ,,Georgian industrial Asset Management Group’’-ის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი იყო მიმდინარე წლის ციტრუსის სეზონთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების განხილვა და აღნიშნული საწარმოების ჩართულობა და მზადყოფნა ციტრუსის დამზადების პროცესში.
შეხვედრაზე განხილული იქნა ციტრუსის დამზადების, შემფუთავი საწარმოების ტარით უზრუნველყოფისა და საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი პროდუქციის მიწოდების საკითხები. ასევე, ციტრუსის გადამამუშავებელი ქარხნებსა და რეგიონში მოქმედ შემფუთავ საწარმოებს შორის შემდგომი თანამშრომლობის საკითხი. მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება და სხვა საწარმოების ხელმძღვანელებთანაც გაიმართება.