1 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4482 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4484 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.02 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8607 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8717 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.10 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4968 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.2133 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 2 აგვისტოდან შევა ძალაში.