ყოფილი ჯიქიას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
„მიმდინარე წლის 1 აგვისტოს თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში აღმოჩენილ იქნა 1979 წელს დაბადებული დ.ჯ.-ს ცხედარი.
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილს თავის არეში დაზიანება აღენიშნება. დ.ჯ.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. მისი ცხედარი საცხოვრებელი სახლის ეზოში იპოვეს.