თემქაზე, 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 13:00 საათზეა ჩანიშნული.
დღევანდელ სხდომაზე კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება. სახელმწიფო ბრალდება დღეს, სავარაუდოდ, სამედიცინო ექსპერტებს გამოკითხავს.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი დააკავეს, ის ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებით სარგებლობს.