31 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4484 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.4474 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში - 0.10 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8717 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8591 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.26 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.5001 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.2214 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 1 აგვისტოდან შევა ძალაში.