თელავში 50 წლამდე მამაკაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებული მისივე ძმაა.
როგორც ირკვევა, შემთხვევას წინ მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.~
შსს-ს ინფორმაცით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.