მამაკაცი, რომელსაც რუსთავში ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.
ის სოფელ გაჩიანში გვიან ღამით საკუთარ ავტომობილთან ნახეს გარდაცვლილი.
ცნობისთვის, მამაკაცი სახლიდან 5 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა.
შსს-ს ცნობით, პირველადი დათვალიერებით მამაკაცს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. მათი ცნობით, ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.
მათივე ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.