ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ორგანიზებით, ფესტივალის “ფუძეობა” ფარგლებში, 29 ივლისს ქ.მესტიაში სამეწარმეო მარკეტი გაიმართება, რომლის მიზანია ქართველი მეწარმეების ხელშეწყობა.
გამოფენა-გაყიდვაზე, წარმოდგენილი იქნება საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა - ტექსტილი, აქსესუარები, საკონდიტრო, თუ სასურსათო ნაწარმი, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, ჩირი, და სხვა. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც საააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ , ისე სხვა სახელმწიფო სტარტაპპროგრამების ბენეფიციარები.
ღონისძიებაზე მოეწყო სხვადასხვა პროდუქციის დეგუსტაცია, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე გაეცნონ და შეიძინონ საქართველოში წარმოებული პროდუქცია.
ასევე, რეგიონალური საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი მესტიაში სააგენტოს ბენეფიციარებს შეხვდება და პროგრამასთან დაკავშირებით მათ მოსაზრებებს მოისმენს.
30 ივლისს კი, მესტიის გამგეობის შენობაში, 11:00 საათზე შეხვედრა გაიმართება ადგილობრივ ბიზნესსუბიექტებსა და მოსახლეობის წარმომადგენლებთან. მიხეილ ხიდურელი და მეწარმეობის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი ოთარ ანთია დამსწრე საზოგადოებას სააგენტოს საქმიანობას, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებს გააცნობენ. ადგილობრივი მეწარმეები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კერძო სექტორის მხარდაჭერის ფინანსური მექანიზმების შესახებ.
ღონისძიებას, ასევე, დაესწრება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი, რომელიც პრეზენტაციას აღნიშნული უწყების საქმიანობის შესახებ წარუდგენს.