ეს განაჩენი არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ყველა ბრალდებულის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება არის უკანონო', - განაცხადა ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე მსჯავრდებულების, ანატოლი ბერძენიშვილისა და რამაზ მარგოშვილის ადვოკატმა, ინგა ბოლოთაურმა.
როგორც ის განმარტავს, თბილისის საქალაქონ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უკანონოა.
"სპეცსამსახურების მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების გამო დაისაჯნენ ის ადამიანები, ვინც დღეს დარბაზში ისხდნენ. ჩვენ ამ განაჩენს აუცილებლად გავასაჩივრებთ და კანონის ფარგლებში მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა დაისაჯოს რეალური დამნაშავე. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენისთვის, ასეთი არ არსებობს“, - განაცხადა ინგა ბოლოთაურმა.
ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებული ყველა პირი დამნაშვედ სცნო.