აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ თანამშრომლებს მოადგილეები წარუდგინა. ”გამოცდილება, პროფესიონალიზმი, საქმისადმი ერთგულება, საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობაში ჩართულობა-ეს ის კრიტერიუმებია,რომლის მიხედვითაც შეირჩა მოადგილეები”- აღნიშნა ტიტე აროშიძემ.
მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა მამუკა თურმანიძემ დაიკავა, რომელსაც გააჩნია განათლება აგრარული დარგის მიმართულებით, იგი 2017 წლის მარტიდან დღემდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი იყო. მამუკა თურმანიძე სოფლის მეურენობის სამინისტროში 2013 წლიდან მუშაობს, იყო სოფლის მეურნეობის დარგობრივი განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტი შემდეგ კი სოფლის მეურნეობის დარგობრივი განვითარების განყოფილების უფროსი.
რუსლან ქორიძე პროფესიით ეკონომისტია და ის 2016 წლიდან აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის პოზიცია უკავია. რომელიც განახლებულ გუნდში გაგრძელებს იგივე თანმდებობაზე საქმიანობას. იგი 2014-2016 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი იყო.
რაც შეეხება ჯამბულ ხოზრევანიძეს პროფესიით ინჟინერია, რომელიც 2018 წლის თებერვალში დაინიშნა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე. მანამდე მას ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი ებარა.
მოადგილეები აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის წარდგინებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით დაინიშნენ.
მინისტრმა თანამშრომლებს მოადგილეები წარუდგინა.