აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 6,1 მლნ ბარელით შემცირდა და შეადგინა 404,94 მლნ ბარელი.
ბენზინის მარაგები შემცირდა 2,3 მლნ ბარელით და შეადგინა 233,5 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები შემცირდა 0,10 მლნ ბარელით და შეადგინა 121,21 მლნ ბარელი.
ნავთობის მოპოვება აშშ-ში შემცირდა 1,62 მლნ ბარელით 7,43 მლნ ბარელამდე დღე-ღამეში.
აშშ-ის ნავთობის იმპორტი გასული კვირის მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა 1,3 მლნ ბარელით დღე-ღამეში 8,1 მლნ ბარელამდე დღე-ღამეშე.
ნავთობის რეზერვების სტრატეგიული მარაგები გასული კვირის განმავლობაში შემცირდა 0,6 მლნ ბარელით ანუ 0,1%-ით და შეადგენს 660,2 მლნ ბარელს.