რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი პატიმრობაში დატოვა.
აბაზოვის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, სასამართლოს თემურ აბაზოვის პატიმრობაში დატოვების მტკიცებულებები და არგუმენტები არ ჰქონდა, აქედან გამომდინარე, მიღებული გადაწყვეტილება სამართლებრივ კონტექსტს სცილდება.
დაცვის მხარემ აბაზოვის 40 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა, მოსამართლემ გირაოს შეფარდების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავეს.