მთავრობა ჭარბვალიანობასთან ბრძოლას აგრძელებს. როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, უახლოეს პერიოდში საზოგადოებას ახალი ინიციატივები შეეთავაზება, რომელიც ჭარბვალიანობის შემცირებისკენ იქნება მიმართული.
როგორც პრემიერმა აღნიშნა ჭარბვალიანობის პრობლემის დასარეგულირებლად მთავრობა სებ-თან ინტენსიურად მუშაობს.