25 ივლისი საქართველოს სტატისტიკის დაარსების დღეა. სწორედ ამიტომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 99-ე იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს.
ღონიძიებაზე სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდება სტატისტიკური ინფორმაციის მომწოდებელი საუკეთესო ბიზნეს კომპანიები, საერათაშორისო და ადგილობრივ პარტნიორი ორგანიზაციები, ასევე წარმატებულ თანამშრომლები.
სტატისტიკის სამსახური 1919 წლის წლის 25 ივლისს შეიქმნა, 1921 წელს კი დამტკიცდა პირველი დებულება ,,საქართველოს სახლმწიფო სტატისტიკის ორგანოების შესახებ".
სტატისტიკოსთა პროფესიული დღე საქართველოში 2002 წლიდან აღინიშნება.