19 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4503 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4546 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.43 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8433 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8520 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.87 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5072 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.1844 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 20 ივლისიდან შევა ძალაში.