საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ეთიკის კოდექსს უახლოეს დღეებში განიხილავს.
მისი თქმით, ეთიკის კოდექსი უკვე ინიცირებულია.
„ეთიკის კოდექსი არის ინიცირებული და ჩვენ უახლოეს დღეებში პლენარულ ფორმატში განვიხილავთ ეთიკის კოდექსს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ კოდექსს ექნება პარლამენტის მხარდაჭერა",- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.