აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატს საჯარო და არასამთავრობო სექტორში მუშაობის დიდ გამოცდილება გააჩნია. ტიტე აროშიძის კანდიდატურა ოფიციალურად უკვე დასახელებულია და თუ კი აჭარის მთავრობის მეთაურის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა იქნება დამტკიცებული, მაშინ მისი მინისტრთა კაბინეტის წევრი სწორედ ტიტე აროშიძე იქნება. ტიტე აროშიძეს კარგად იცნობენ ექსპერტულ წრეებში.
ის ბოლო დროს მუშაობდა აჭარის სტრატეგიული განვითარების კვლევის შეფასებაზე და სოფლად ადგილობრივი პოტენციალის ოპტიმიზაციის კუთხით.
ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ მისი გამოცდილება და ურთიერთობა დონორ ორგანიზაციებთან მნიშვნელოვნად წაადგება რეგიონში ფერმერული მეურნეობების, წარმოების და სოფლის მეურნეობაში ღირებულებითი ჯაჭვის შექმნას.