Pარლამენტის სხდომაზე დღეს საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებენ. პლენარული სესია 12:00 საათზე დაიწYO.
„პლენარული სხდომა შემდეგი პროცედურებით ჩატარდება: თავდაპირველად, პარლამენტს მიმართავს პრემიერ-მინისტრი და შემდგომ იქნება მისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა. ამის შემდეგ, პრემიერი კითხვებს გასცემს პასუხს და პარლამენტის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა, დააზუსტონ კითხვები.
ამის შემდეგ დაიწყება პარლამენტის წევრთა გამოსვლები, ფრაქციების გამოსვლები, უმცირესობა, უმრავლესობა და ეს პროცედურა დასრულდება პრემიერის დასკვნითი სიტყვით, რის შემდეგაც ჩატარდება კენჭისყრა. პარლამენტი კენჭს უყრის ნდობის გამოცხადების საკითხს. იმისთვის, რომ მთავრობის ახალმა შემადგენლობამ ნდობა მიიღოს, საჭიროა, პარლამენტის შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. ამით დასრულდება ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურები“- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა.
საქართველოს პარლამენტში გუშინ მთავრობის წევრობის კანდიდატებს მოუსმინეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაასახელა, რომლშიც სამი ახალი სახეა – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად წარდგენილია მიხეილ ბატიაშვილი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად გიორგი ქობულია; ფინანსთა მინისტრად ივანე მაჭავარიანი.