„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი ზაზა ოქუაშვილი აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ კანდიდატს თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურას სავარაუდოდ, მხარს დაუჭერს.
მისი თქმით, საბოლოო პოზიციას სესიაზე გავიგებთ.
„ჩემი პოზიცია სესიაზე გამოჩნდება, თუმცა მანამდე კარგად უნდა გავიცნო კანდიდატის გეგმები და არ გამოვრიცხავ უმრავლესობასთან კონსულტაციებს. ვიცი, რომ ახალგაზრდა, წარმატებული კაცია, ჩართული იყო ჰესების მშენებლობაში, იყო ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე და პოზიტიურად ვარ განწყობილი, მაგრამ პოზიციას სესიაზე ყველა გაიგებთ“, – განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი