უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის, ინფორმაციით, მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით კონსულტაციები პრაქტიკულად დასრულებულია. ამის შესახებ განცხადება არჩილ თალაკვაძემ დღეს ჟურნალისტებთან გააკეთა და აღნიშნა, რომ გაიმართება პოლიტსაბჭოს სხდომა, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრი კაბინეტის ახალ შემადგენლობას თავად წარადგენს.
“კაბინეტის ახალი შემადგენლობა პარლამენტს მიმდინარე კვირას წარედინება. მინისტრთა კაბინეტის დასახელება არის პრემიერის პრეროგატივა. მთავრობის ახალი შემადგენლობა პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი. რა თქმა უნდა, არის ცვლილებები, რის შესახებაც მამუკა ბახტაძე ისაუბრებს,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.