„დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი ხელს შეუწყობს საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებას“, - განაცხდა ფინანსთა მინისტრმა ნიკოლოზ გაგუამ დღეს ქუთაისში მეწარმეებთან გამართულ შეხვედრაზე.
მისი თქმით, ბიზნესთან დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმის თაობაზე აქტიური კომუნიკაცია აქტიურად გრძელდება ქვეყნის მასშტაბით.
"კომუნიკაციის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი სახის შეხვედრები, იმისათვის რომ უფრო დეტალურად გავიგოთ ბიზნესის საჭიროებების შესახებ და მოხდეს აქტიური თანამშრომლობა. მოგეხსენებათ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ეს არის ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი. რამოდენიმე დღის წინ ამოქმედდა შეღავათიენი დაბეგვის ახალი წესი, რომელიც უპრეცენდენტოდ დაბალ საგადასახადო პროცენტს აწესებს. ცვლილება დაახლოებით 120 ათასამდე მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება. პირველი კვირას ჩვენ გვინდა პრაქტიკულად გავაანალიზოთ, შევხედოთ თუ როგორ მიმდინარეობს რეგისტრაციის პროცესი, რა პრობლემები აწუხებს ბიზნესს. ჩვენ მომავალშიც ვგეგმავთ ასეთი სახის შეხვედრებს, რათა უკეთ ვიცნობდეთ ბიზნესის პრობლემატიკას’’ - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნიკოლოზ გაგუამ მეწარმეებთან გამართულ შეხვედრაზე.