“ძალიან აქტიური ახალგაზრდა ხელმძღვანელი ეყოლება აჭარას”, აცხადებს აჭარის მთავრობის მეთაურის კანდიდატურაზე რეგიონალური განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი.
როგორც ცნობილია, თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა აჭარის მთავრობის მეთაურის პოსტზე „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ დაასახელა.
„ჩვენ გუშინ ახალი კანდიდატი წარვადგინეთ. მე მასთან აქტიური შეხების შესაძლებლობა არ მქონია, თუმცა ბატონ თორნიკეს როგორც კარგ მენეჯერს, ისე ახასიათებენ. თორნიკე რიჟვაძესკარგი განათლება აქვს, მას ბიზნესადმინისტრირება აქვს დამთავრებული და მისი გამოცდილება მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ძალიან აქტიური ახალგაზრდა ხელმძღვანელი ეყოლება აჭარას. ბუნებრივია, ჩემი პროფილიდან გამომდინარე, აჭარასთან მაქვს შეხება და ისედაც, აჭარა მნიშვნელოვანი რეგიონია”,- აცხადებს მაია ცქიტიშვილი.