უკრაინულმა მხარემ შესაძლოა განიხილოს რუსეთისთვის კიდევ 14 ადამიანის გადაცემის შესაძლებლობა. მათ შორის ჟურნალისტი კირილ ვიშინსკი, რუსეთის ფედერაციაში უკრაინელი პატიმრების გაცვლის სანაცვლოდ. განაცხადა რადას პირველმა ვიცე სპიკერმა, ირინა გერაშენკომ.
"თუ რუსი ომბუდსმენის ტატიანა მოსკალკოვას წერილი წარმოადგენს რაიმე ინტერესს რუსეთის ფედერაციისთვის, წაიყვანოს თავისი დამნაშავეები და დაუბრუნოს უკრაინას ჩვენები, მაშინ უკრაინული მხარე მზადაა განიხილოს ის, რომ ჩვენ შევძლოთ გადავცეთ მათ ეს 14 ადამიანი რუსეთის ფედერაციიდან“ - განაცხადა გერაშენკომ კიევში ჟურნალისტებთან საუბრისას.
მან აღნიშნა, რომ კიევი მზადაა განიხილოს უკრაინის სასამართლოს მიერ დაპატიმრებული"РИА Новости Украина"-ს ხელმძღვანელის კირილ ვიშინსკის რუსეთისთვის გადაცემაც.
მანამდე კიევმა დაასახელა იმ 23 ადამიანის სია, რომლის გაცვლაც უნდა მომხდარიყო რუსი პატიმრების სანაცვლოდ - ვიქტორ აგეევი, ალექსანდრე ბარანოვი, ანატოლი ბუსიგინი, ალექსანდრე ვალიხიდისი, ვიაჩესლავ ვისოცკი, რუსლან გაჯიევი, ვალერი გრატოვი, ვლადისლავ გრეჩინი, ოლეგ დორონინი, სერგეი ეგოროვი, ვალერი ივანოვი, იგორ კემაკოვსკი, ოლეგ კოვალისი, ვასილი კუსაკინი, ვლადისლავ მაკაროვი, ევგენი მეფედოვი, მაქსიმ ოდინცოვი, ალექსეი სედინი, დენის სიდოროვი, მაქსიმ სლივკა, პავლე ჩერნიხი, ლარისა ჩუბაროვა და ევგენი შატალოვი.