უკრაინის უმაღლესი რადას შენობასთან მაღაროელები შეიკრიბნენ. ისინი სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ.
უკრაინის მაღაროელთა დამოუკიდებელი პროფკავშირების ხელმძღვანელმა მიხაილ ვოლნეცმა თავის Facebook-ზე დაწერა, რომ დავალიანება 41,6 მილიონ დოლარს შადგენს.
მაღაროელები დედაქალაქში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოვიდნენ. მათ უჭირავთ ტრანსპარანტები მოთხოვნით: გადაუხადონ მათ შრომის საფასური, დააბრუნონ სახელმწიფო საკუთრებაში „კოტლიარევსკაიას“, „1-3 ნოვოგროდოვსკაიას“ და „სელიდოვუგოლის“ მაღაროები, მიიღონ ნახშირის სფეროს განვითარების პროგრამა ათი წლის ვადით და ქვანახშირის მრეწველობის საწარმოებში მოახდინონ ე.წ. „მაყურებლის გავლენის ლიკვიდაცია“.
უკრაინის პარლამენტის შენობის მახლობლად მობილიზებულია პოლიცია, ასევე სასწრაფო დახმარების მანქანები და მეხანძრეები.