ზურაბაშვილის ქუჩიდან ქეთევან წამებულის (ავლაბრის) მოედნამდე დაახლოებით 2200-მეტრიანი მონაკვეთის დახაზვა დაიწყო. სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე.
საგზაო მონიშვნები, მათ შორის, ქვეითთა გადასასვლელები, თერმო და ცივი პლასტით დაიხაზება. თერმო და ცივი პლასტი მდგრადი საღებავია, რომელიც ასფალტზე მინიმუმ 3 წლის განმავლობაში შენარჩუნდება.
სამუშაოებს, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის დავალებით, ტენდერში გამარჯვებული შპს „ელიტ ტექნოლოჯი“ შეასრულებს.