ცნობილი გახდა, რომ ინგლისის საგრაფო უილტშირის პოლიციამ, ქალაქ ეიმსბერში, შაბათს საღამოს ერთ-ერთ სახლში, 40 წლამდე ქალი და მამაკაცი უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს. პოლიციამ „უცნობი ნივთიერების“ შედეგად მოწამვლის ფაქტის შესახებ განცხადება იმავე დღეს გააკეთა.
პორტონ-დაუნის ლაბორატორიის სპეციალისტებმა მათ ანალიზებში ნევრო-პარალიზური ნივთიერება „ნოვიჩოკი“ აღმოაჩინეს.
კონტრტერორისტული განყოფილების მეთაურმა გააკეთა განცხადება, რომ „ჩვენ მივიღეთ პორტონ-დაუნის შედეგები, რომელიც ამტკიცებს, რომ ორი ადამიანი ნამდვილად იყვნენ ნევრო-პარალიზური ნივთიერება "ნოვიჩოკის“ ზემოქმედების ქვეშ“ - განაცხადა მან.
ცნობისთვის, თავდაპირველად იყო ვერსია, რომ ორივე მათგანმა თავი ცუდად იგრძნო, სავარაუდოდ ჰეროინის ან ცუდი კოკაინის გამოყენების გამო.