თურქეთის მთავრობამ დაამტკიცა ბრძანებულება, რომლის თანახმადაც ქვეყანა საპარლამენტო მმართველობიდან საპრეზიდენტო ფორმით მმართველობაზე გადადის. დოკუმენტი ასევე აწესრიგებს პრემიერ მინისტრისა და მთავრობის უფლებამოსილების გადაცემას თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის. წერს სააგენტო Reuters-ი.
ასევე ძალაში შედის ბრძანებულება მთავრობის ფორმის შეცვლის შესახებ, რომელიც მიღებულია 2017 წლის კონსტიტუციური რეფერენდუმის შედეგად. თავად მმართველობის ფორმის გადაცემა მოხდება კვლავ არჩეული თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ
ცნობისთვის, 2017 წლის 16 აპრილს თურქეტში ჩატარდა რეფერენდუმი ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც საგრძნობლად აფართოვებდა სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილებას. ქვეყნის 51%-ზე მეტმა მხარი დაუჭრა მოცემულ კანონპროექტს.