"ამიერიდან, მთავრობის სხდომის დარბაზებში დამონტაჟდება ადგილობრივად წარმოებული კომპიუტერული ტექნიკა. სომხეთში მაღალტექნოლოგიების განვითარება მთავრობის პრიორიტეტია. საქმე ეხება არა მხოლოდ პროგრამულ უზრუნველყოფას, არამედ კონკერეტულად ტექნიკას“ - განაცხადა მთავრობის სხდომაზე სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
მისივე თქმით, სომხური წარმოების კომპიუტერული ტექნიკა, ასევე უნდა დამონტაჟდეს პარლამენტშიც.
"აუცილებელია ფინანსური დახმარების გაწევა, რათა პარლამენტის სხდომათა დარბაზში ასევე იქნას დამონტაჟებული სომხური წარმოების კომპიუტერები. ძალზე მნიშვნეოლვანია, რომ წარმოება განვითარდეს და უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ადგილბრივ წარმოებას. ეს სასიამოვნოცაა და სასარგებლოც" - განაცხადა ფაშინიანმა.