ინგლისის საგრაფო უილტშირის პოლიციამ, ქალაქ ეიმსბერში, ორი ადამიანის „უცნობი ნივთიერების“ შედეგად მოწამვლის ფაქტის შესახებ განაცხადა. მათი ჰოსპიიტალიზაცია უკვე მოხდა სოლსბერის საავადმყოფოში. ორივე მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
ცნობილი გახდა, რომ შაბათს საღამოს ერთ-ერთ სახლში, 40 წლამდე ქალი და მამაკაცი უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს. აცხადებს პოლიცია.
"თავდაპირველად იყო ვერსია, რომ ორივე მათგანმა თავი ცუდად იგრძნო, სავარაუდოდ ჰეროინის ან ცუდი კოკაინის გამოყენების გამო. თუმცა, მოხდა ანალიზების გამოკვლევა, რათა დადგენილიყო კონკრეტულად რომელი ნივთიერების შედეგად მოხდა პაციენტების მდგომარეობის გაუარესების პროვოცირება“ - ნათქვამია განცხადებაში.
სამართალდამცავი ორგანოები ამოწმებენ, იყო თუ არა მოწამვლა დანაშაულის შედეგი. სოლსბერსა და ეიმსბერში ის ადგილები, რომელიც შეიძლებოდა მოენახულებინათ დაშავებულებს, დაცულია.
თავის მხრივ, ინგლისის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ფართო მასშტაბებზე საფრთხის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.