ქუთაისის №2 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან პატიმრის დედა შიმშილობს.
მოშიმშილე ქალის განცხადებით, ციხეში მის შვილს, 24 წლის დავით ნანავას, რომელიც 4 წლის წინ ყაჩაღობის მუხლით დააკავეს, პატიმრისთვის შეუსაბამო და მძიმე პირობებში ამყოფებენ. ის მოითხოვს, რომ ციხის ადმინისტრაციამ ყურადღება მიაქციოს 24 წლის პატიმარს.
პატიმრის დედა ციხის უფროსს რამდენიმე წუთის წინ შეხვდა, რომელმაც განუცხადა, რომ საკანში გაუგებრობა მოხდა, რის გამოც დავით ნანავა კარცერში გადაიყვანეს, თუმცა მისივე განცხადებით, უფროსისგან არანაირი პირობა არ მიუღია.
თუ ქალბატონის მოთხოვნებს ადმინისტრაცია არ დააკმაყოფილებს, ის შიმშილობის გაგრძელებას აპირებს.