თურქეთის პროვინციია ოსმანიეში უცნობმა ბოროტმოქმედებმა ცეცხლი გაუხსნეს სავაჭრო პალატის შენობაში ორ თანამდებობის პირს. ერთ-ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. მეორეს მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
"თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარის დევრიმ მურატ აკსოის და მისი მოადგილე ჰასან ერსოის მიმართ". იუწყება თურქული Daily Sabah.
ერსოი მიყენებული მძიმე ჭრილობების გამო ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო აკსოის ჰისპიტალიზაცია დაუყონებლივ მოხერხდა. მისი მდგომარეობა ფასდება კრიტიკულად მძიმედ.
პოლიციამ მოახდინა ადგილის დათვალიერება და დაიწყო გამოძიება.
ცნობისთვის, აპრილის თვეში დასავლეთ თურქეთში ოთხი ადამიანი დაიღუპა უნივერსიტეტზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად.