აშშ აღადგენს სანქციებს ირანთან მიმართებაში ორ ეტაპად. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკური დაგეგმარების დირექტორმა ბრაიან ხუკმა.
მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონს აქვს მიზანი "ნულამდე შეამციროს" თეირანის ნავთობის გაყიდვები.
ხუკის თქმით, აშშ-ის სტრატეგია ირანთან მიმართებაში მდგომარეობს მაქსიმალურ ეკონომიკურ და დიპლომატიურ ზეგავლენაში.
"ჩვენი სანქციების პირველი ნაწილის მოქმედება აღდგება 4 აგვისტოს, ხოლო მეორე - 6 ნოემბერს. ამ სანქციებს ექნებათ თავის მიზნად ირანის ენერგეტიკული სექტორი, ტრანზაქციები, რომელსაც შეხება აქვს ნედლეულთან და ტრანზაქციები დაკავშირებული ცენტრალურ ბანკთან", - აღნიშნა მან.
ხუკმა აქვე აღნიშნა, რომ აშშ არ ისწრაფვის ირანის "რეჟიმის შეცვლისკენ", მათ უნდათ მხოლოდ ის, რომ გავლენა მოახდინონ ირანის ხელისუფლების ქმედებაზე, რათა მათ იმოქმედონ "ირანელი ხალხის სურვილების შესაბამისად".