ინგლისში, ქალაქ ჩესტერის საქალაქო საავადმყოფოს თანამშრომელი ეჭვმიტანილია რვა ჩვილის მკვლელობაში. ის ქალაქის პოლიციამ უკვე დააკავა.
პოლიციის სამმართველოში აცხადებენ, რომ ქალი ასევე ეჭვმიტანილია ექვსი ჩვილის სიცოცხლის მოსპობის მცდელობაში. იუწყება სააგენტო Press Association.
აღსანიშნავია, რომ მედთანამშრომელი დააკავეს საავადმყოფო Countess of Chester Hospital-ში ახალშობილთა პალატაში ჩვილების მსიკვდილის ფაქტების გამოძიების შემდეგ.
პოლიციამ უკვე შეისწავლა 17 გარდაცვალების შემთხვევა 2015 წლის მარტიდან 2016 წლის ივნისის ჩათვლით.
დეტალების შესახებ ინფორმაციას ჯერ არ ახმაურებენ.