ამ წუთებში პარლამენტში ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა იწყება, სადაც ჩვენება შსს-ს წარმომადგენლებმა უნდა მისცენ.
სხდომაზე უკვე მოვიდნენ შსს-ს თანამშრომლები ირაკლი ბედოიძე და შალვა ფიფია, მაგრამ არ გამოცხადდა იოსებ სიგუა, რომელმაც გუშინ კომისიის წევრების შეკითხვებს ფაქტობრივად ვერანაირი პასუხი ვერ გასცა.
სიგუას არმოსვლასთან დაკავშირებით კომენტარი მისმა კოლეგებმა არ გააკეთეს. არაოფიციალური ინფორმაციით ის მოსვლას საერთოდ არ გეგმავს და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება. თუმცა, კონკრეტული ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.