ირანელი დიპლომატი, რომელიც ეჭვმიტანილია ტერაქტის მომზადებაში, რომელიც მიმართული იყო ირანის ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის წინააღმდეგ, შესაძლოა ავსტრიიდან გაადეპორტონ.
ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დეპარტამენტში შემოვიდა ევროპული ორდერი დიპლომატის დაკავებასთან დაკავშირებით. რის შემდეგაც სს სამინისტრომ გამოიძახა ირანის ელჩი, რათა მოითხოვოს მისი თანამშრომლის დიპლომატიური იმუნიტეტის ჩამორთმევა.
ცნობისთვის, შაბათს დაკავებული იყო სამი ეჭვმიტანილი, რომლებიც გეგმავდნენ თავდასხმას ირანის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებზე მათი შეხვედის მსვლელობისას საფრანგეთის ქალაქ ვილპენტში.