Morgan Stanley-ის ანალიტიკოსმა კეით ჰუბერტიმ Apple-ს სმარტფონების ფასები დაანონსა. ანალიტიკოსის თქმით, მიმდინარე წელს გამოსული ახალი iPhone-ს ფასები აშშ-ს ბაზარზე ასეთი იქნება: 6,5 inch-იანი OLED ეკრანის მქონე iPhone-ს ფასი 999 დოლარიდან იქნება, 5,8 inch-იანი OLED ეკრანის მქონეს iPhone-ს შემთხვევაში ღირებულება 899 დოლარიდან დაიწყება, ხოლო LCD ვერსიის შემთხვევაში კი 599-699 დოლარი.
მიმდინარე წელს გამოვა ასევე iPhone X-ის მოზრდილი ვერსია და მისი სახელი iPhone X Plus იქნება. iPhone X Plus ღირებულება აშშ-ში 1099 დოლარი იქნება.