ბრიტანეთის პოლიციამ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ადამიანის ძებნის საქმეში, რომელმაც მარტის თვეში განახორციელა მკვლელობის მცდელობა რუსეთის ყოფილი ჯაშუშის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის იულია სკრიპალის მიმართ, ლონდონის სოლსბერიში. წერს გაზეთი The Sun.
"პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებიც დაკავებულები არიან ანტიტერორისტული გამოძიებებით და მათმა აგენტურამ დაკარგეს ერთი კვირა რათა გამოეძიებინათ დაქირავებული მკვლელის ვინაობა, რომელიც შეიარაღებული იყო ნევროპარალიზური ნივთიერება „ნოვიჩოკით“. მისი სამიზნე იყო რუსეთის ორმაგი აგენტი სკრიპალი და მისი ქალიშვიილ იულია. ეხლა უკვე პოლიციელები დარწმუნებულები არიან, რომ ამ სფეროში მათ დიდი გარღვევა მოახდინეს" - წერს გამოცემა.
გაზეთის თანახმად, სკრიპალის მოკვლა სურდა ორ პიროვნებას, რომლებმაც რამდენიმე დღეში დატოვეს ქვეყანა, მას შემდეგ რაც „კრემლის დავალებით განახორციელეს მკვლეობის მცდელობა“ - აღნიშნავს გამოცემა.
ბრიტანეთის პოლიცია აპირებს "ფოკუსირება მოახდინოს მინიმუმ ორი ეჭვმიტანილის ძებნაზე, რომელთაც ეჭვგარეშე აქვთ ახლო ურთიერთობა რუსეთთან“ და მისცენ ისინი პასუხისმგებაში.
The Sun ასევე წერს, რომ ამის მიღება იქნება რთული, რადგან მოცემულ მომენტში ისინი რუსეთში იმყოფებიან.