პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატოს წევრი ქვეყნების რიგ ლიდერებს მკვეთრი ტონის მოთხოვნა გაუგზავნა, შეასრულონ იქამდე მიცემული ვალდებულებები თავდაცვის ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით. წერს გაზეთი New York Times.
წერილი მიმართული იყო ძირითადად გერმანიის, ბელგიის, ნორვეგიისა და კანადის ლიდერებისთვის ჯერ კიდევ ივნისის თვეში. მასში დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ უკვე კარგავს მოთმინებას დანაპირების განხორციელების მოლოდინში.
გაზეთის ვერსიით, ეს წარმოადგენს მტკიცებულებას აშშ-სა და ევროპას შორის უთანხმოების შესახებ, რომელიც გამოვლინდა „დიდი შვიდიანის“ შეხვედრაზე, კვებეკში გასულ წელს და ხაზს უსვავს ევროპელი მოკავშირეების შეშფოთებას - რუსული საფრთხის წინაშე მდგარი სოლიდარობის ნაკლებობას.
"ეს ყველაფერი, ხელს აძლევს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რომელიც შეხვდება ტრამპს ჰელსინკში ნატოს სამიტის შემდეგ, რომლის მთავარ ამოცანას წარმოადგენს გაყოფა ნატოში“ - წერს გაზეთი.
წერილში გერმანიის კანცლერის მიმართ დონალდ ტრამპმა დაწერა: „თავდაცვის ბიუჯეტში გერმანიის მიერ გრძელვადიანი გადახდები ძირს უთხრის კავშირის უსაფრთხოებას და საბაბი ხდება სადაზღვევო ვალდებულებების შეუსრულებლობისა თავდაცვის სხვა მოკავშირეებისთვის, რომლებიც განიხილავენ გერმანიას როგორც ნიმუში“.
New York Times აღნიშნავს, რომ შეტყობინების მკვეთრი ტონი იმაზე მეტყველებს, რომ აშშ-ს შეუძლია „შეცვალოს თავისი სამხედროების ყოფნა მსოფლიოში, თუკი მოკავშირეები არ მიიღებენ ზომებს და არ ჩადებენ უფრო მეტს საკუთარი უსაფრთხოებისთვის“.