29 ივნისს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანის თანმხლები დოკუმენტების შემოწმების შედეგად, ტრანზიტულად გადაადგილებულ ტვირთში, სატრანსპორტო ზედდებულით და შესყიდვის დოკუმენტით დადეკლარირებულ მედიკამენტებს შორის, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (450 000 კაფსულა ) აღმოაჩინეს.
საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს გადაეცა.