აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს 16 ივლისს ჰელსინკში პირველ რიგში შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს პირისპირ და შემდეგ უკვე განაგრძოს მოლაპარაკებები თანაშემწეების თანდასწრებით. იუწყება CNN-ი წყაროზე დაყრდნობით.
"რაც შეეხება პუტინს, ტრამპმა უკვე შეაფასა მათ შორის პირადული კავშირი, მაგრამ უნდა მეტი დრო, რათა განავითარონ ურთიერთობები, როგორც ორი ქვეყნის ლიდერებმა“ - განაცხადა წყარომ.
ტრამპი უახლოეს დღეებში პუტინთან შეხვედრის ფორმალური მომზადების დაწყებას აპირებს.
"სავარაუდოდ, ეს იქნება მოკლე შეხვედრები თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ ჯონ ბოლტონთან და სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან, ასევე ეროვნული უსაფრთხოების სხვა წარმომადგენლებთან“ - ნათქვამია მოხსენებაში.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 16 ივლისს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში შედგება.