ინდონეზიაში მდინარე ტობაზე ჩაძირული ბორანის მგზავრების სამძებრო ოპერაცია შეჩერდა. იუწყება ქვეყნის სამაშველო სამსახური.
"ჩვენ უკვე ვესაუბრეთ მსხვერპლთა ოჯახის წევრებს წარმოქმნილი სირთულეებისა და მიზეზების შესახებ. რის გამოც ჩვენ ვერ გავაგრძელებთ სამძებრო ღონისძიებებს. მათ ესმით ჩვენი განმარტებების" - განაცხადა სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, ბორანი 18 ივნისს მდინარე ტობაზე ჩრდილოეთ სუმარტას პროვინციაში ჩაიძირა. უკანასკნელი მონაცემებით 192 ადამიანი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად, სამი ადამიანი დაიღუპა, 18 მათგანის გადარჩენა მოხერხდა. ჩაძირვის მიზეზები მოცემულ მომენტში დადგენილი არ არის.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდონეზიის პოლიციამ დაადგინა ოთხი ეჭვმიტანილი, რომელთაც ბრალი ედებათ ბორანის ჩაძირვაში. ეჭვმიტანილებს ბრალი უკვე წაუყენეს. მათ ელოდებათ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 100 ათასი დოლარის ფარგლებში.