30 ივნისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,წითელი ხიდი“ და ,,სარფი”, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების ს.ი-ს, ჰ.ბ-სა და შ.დ-ს კუთვნილი ავტომანქანებისა და ფიზიკური დათვალიერებისას, ჯამში, 2,500 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, შ.დ-ს, სანქციის სახით, ჩამოერთვა საქონელი და ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა. ხოლო, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, ს.ი-ს და ჰ.ბ-ს, ჩამოერთვათ საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და ფულადი ჯარიმა, ათას ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.