ზვიად კუპრავა ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის კითხვებს პასუხობს და იმ ფაქტებს იხსენებს, როს გამოც მას და ზაზა სარალიძეს გამოძიებისადმი უნდობლობა გაუჩნდათ.
ერთ-ერთი ასეთი ფაქტი კი, მისი თქმით, იყო ის რომ საქმეში „ქართული ოცნების“ დეპუტატის შვილი ფიგურირებდა. თუმცა, მას მისი ვინაობა არ დაუკონკრეტებია.
„ჩვენ ვხედავდით, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დეპუტატის შვილი, მონაწილეობდა აღნიშნულ საქმეში და მისი გვარი მოხსენიებული იყო „და სხვებში“. გაგვიჩნდა ლოგიკურად ეჭვი, რომ აქ „და სხვებში“ მალავდნენ ვიღაც ადამიანებს. ჩვენში პირველი კითხვის ნიშნები სწორედ ამან დაბადა, რადგანაც, თავდაპირველად ზაზა სარალიძე გამოძიებას ენდობოდა,” - განაცხადა კუპრავამ.