უკრაინის უმაღლესი რადას პირველმა ვიცე სპიკერმა, ირინა გერაშენკომ გაახმოვანა რუსეთის 23 მოქალაქის ვინაობა, რომლებიც გასამართლებული ან დაპატიმრებული იყვნენ უკრაინაში. კიევი მზად არის გადასცეს მოსკოვს პატიმრები რუსეთში გასამართლკებული უკრაინელი პატიმრების სანაცვლოდ.
"მინდა გავახმოვანო რუსეთის მოქალაქეების ვინაობა, რომელთაც ვაპირებთ გადავცთ რუსეთს, რათა მოხდეს უკრაინის მოქალაქეების გათავისუფლება: სენცოვი, კოლჩენკო, სუშენკო, გრიბა, ბალუხა და პანოვა - ჩვენი მოქალაქეების რომლებიც დაკავებულები არიან ოკუპირებუი დონბასის ტერიტორიაზე“ - განაცხადა გერაშენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი განცხადებით გაცვლის სიაში შესულები არიან: ვიქტორ აგეევი, ალექსანდრე ბარანოვი, ანატოლი ბუსიგინი, ალექსანდრე ვალიხიდისი, ვიაჩესლავ ვისოცკი, რუსლან გაჯიევი, ვალერი გრატოვი, ვლადისლავ გრეჩინი, ოლეგ დორონინი, სერგეი ეგოროვი, ვალერი ივანოვი, იგორ კემაკოვსკი, ოლეგ კოვალისი, ვასილი კუსაკინი, ვლადისლავ მაკაროვი, ევგენი მეფედოვი, მაქსიმ ოდინცოვი, ალექსეი სედინი, დენის სიდოროვი, მაქსიმ სლივკა, პავლე ჩერნიხი, ლარისა ჩუბაროვა და ევგენი შატალოვი“. ეს არიან რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც უკვე გასამართლებულები არიან ოდესაში, კიევში, ხარკოვში ხერსონაში, ტერნოპოლეში და დონბასში ტერაქტის მომზადებისა და სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობის ბრალდებით“ - განმარტა რადას ვიცე სპიკერმა.
"მივმართავ რუსეთის ფედერაციას - წაიყვანეთ თქვენები და დაგვიბრუნეთ ჩვენი უკრაინელი მოქალაქეები“ - განაცხადა გერაშენკომ.