ზვიად კუპრავა არა არის თვითმხილველი, ის მხარეა, მისი დაკითხვით დაწყება და საერთოდ მოწვევა იქამდე, ვიდრე უშუალო ინფორმაციის მატარებელი პირები არ არიან დაკითხული, შეცდომაა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისი თქმით, კომისიას მაღალი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები აქვს და პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან უნდა გათავისუფლდეს.
„კუპრავა არა არის თვითმხილველი, ის მხარეა, მისი დაკითხვით დაწყება და საერთოდ მოწვევა იქამდე, ვიდრე უშუალო ინფორმაციის მატარებელი პირები არ არიან დაკითხული, შეცდომაა. მგონია, რომ კომისიას მაღალი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები აქვს და პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან უნდა გათავისუფლდეს. გამომძიებლებს ბუნებრივია მეტი ინფორმაცია აქვთ და დავაზუსტებთ გარკვეულ საკითხებს. რეკომენდაციებზე ვაპირებ საუბარს კომისიის სხდომაზე, მიკვირს, რომ არ აღმოჩნდა კვალიფიციური იურისტი, ვინც სწორად ისაუბრებდა ამაზე. დევნის დაწყება არის პროკურატურის დისკრეცია. ეს შეცდომაა. რეკომენდაციები კომისიას ექნება, მაგრამ ეს მტკიცებულებების შეჯერების შემდეგ. რეკომენდაციები დასაწყისში არ გაიცემა. ეს ნიშნავს ზედაპირულ მიდგომას”, – განაცხადა ბესელიამ.