შესაძლებლობა რომ მქონდეს გაზაფხულზე ან შემოდგომაზე ჩავატარო გამოცდები, ძალიან კარგი იქნება,- ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისი თქმით, ერთადერთი პრობლემას შენობის თვალსაზრისით არსებობს, რადგან სკოლა მუშაობს გაზაფხულზე და საგამოცდო პროცესის წასამართად სასტუმროების დაქირავება ვერ მოხდება.
„ვიქნები ბედნიერი ისეთ პირობებში ჩატარდეს გამოცდები, როდესაც პრობლემა არ იქნება სიცხე. შესაძლებლობა რომ მქონდეს გაზაფხულზე ან შემოდგომაზე ჩავატარო გამოცდები, ძალიან კარგი იქნება. ერთადერთი პრობლემას ვხედავ შენობის თვალსაზრისით, რადგან სკოლა მუშაობს გაზაფხულზე და საგამოცდო პროცესის წასამართად სასტუმროებს ვერ დავიქირავებ. ისევ სკოლის შენობები მჭირდება და უნივერსიტეტები, თუმცა სასწავლო პროცესი მიმდინარეობს და მე არ ვიცი შუალედს როგორ მოვნახავთ. შესაძლებელია ამაზე დაფიქრებაც და რაიმე ფორმის მოძებნა”,- განაცხადა მიმინოშვილმა.