აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალებმა, ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროს ბირთვული უსაფრთხოების ეროვნულ წარმომადგენლებთან ერთად ჩაატარეს ბირთვული ბომბის B61-12-ის პირველი ტესტირება, სტრატეგიულ ბომბდამშენ B-2 Spirit-ზე. იუწყება ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახური.
ბომბის ტესტირება ჩატარდა 9 ივნისს ტონაპას პოლიგონზე, ნევადას შტატი. „გამოცდა ერთობლივი ტესტების სერიის ნაწილია. რათა აჩვენოს თვითმფრინავის შესაძლებლობები“ - ნათქვამია რელიზში.
"ეს კვალიფიკაციური საზაფხულო ფრენები აჩვენებენ, რომ კონსტრუქცია B61-12 პასუხობს სისტემურ მოთხოვნებს“ - განაცხადა აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომელმა.
მანამდე, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ბირთვული უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ, სამხედრო საჰაერო ძალებთან თანამშრომლობით ჩაატარა ორი ბირთული ბომბის B61-12-ის მოდიფიკაცია, ნევადას შტატში. ბომბი არ იყო აღჭურვილი ბირთვული იარაღით. ის ჩამოგდებული იყო გამანადგურებლის F-15E -ის მიერ. გამოცდის ფარგლებში მოხდა ტესტირება ბომბის ბირთვული ფუნქციების, ასევე გამანადგურებლისთვის იარაღის მიწოდების შესაძლებლობის დადგენა.