ჭიათურაში, სოფელ ნავარძეთში 26 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარი მეზობლის ვენახში დამწვარი ნახეს. ახალგაზრდა კაცს ოჯახის წევრები და სამართალდამცავები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია. ასევე დანიშნულია ცხედრის ექსპერტიზა და საქმეზე გამოძიების კვალიფიკაცია ამის შემდეგ გაირკვევა.