გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ანგრევს ევროკავშირს და არ წარმოადგენს „ევროპის მსხნელს“. ასეთია ბევრი პოლიტიკოსის წარმოდგენა გერმანიის კანცლერზე. წერს დასავლური მედია.
"მიუხედავად იმისა, რომ მერკელი "თანამედროვე ჟანა დ'არკად" მიიჩნევა, მისი გადაწყვეტილებები მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით, თანმიმდევრულად არღვევს ევროკავშირს და ყურადღებას არ აქცევს გაჩენილ ბზარებს" - წერს Politico.
ახლა, გერმანიის კანცლერის ბევრი მოკავშირე "არა მხოლოდ გამოხატავს შეშფოთებას მისი საშინაო პოლიტიკის გამო", არამედ დაფიქრდა იმაზე, რომ ეს მოქმედებები გავლენას ახდენს მთელ ევროკავშირზე.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ გერმანიის სახელმწიფო მაუწყებლის კომპანია ARD-ს კორესპონდენტმა მალტე პიპერმა მიმართა მერკელს და განაცხადა, რომ ევროპა მის მიმართ მტრულად არის განწყობილი და კანცლერს თანამდებობის დატოვება ურჩია.
ამასთანავე, ბერლინის პოლიტიკურ ელიტაში მიაჩნიათ, რომ გერმანული დემოკრატიული ინსტიტუტი მოცემულ მომენტში არასაკმარისად ძლიერია, რომ შეინარჩუნოს ევროპა და ამის გაკონტროლება მხოლოდ მერკელს შეუძლია.
მიგრაციის საკითხმა ბზარი გაუჩინა ევროკავშირს. მერკელის პოლიტიკამ მის წინააღმდეგ განაწყო პარტნიორები. თუ მერკელი მოიგებს ბრიუსელში, ომი მისი პოლიტიკის გამო მიგრანტების საკითხთან დაკავშირებით მაინც გაგრძელდება, ისევე როგორც გაგრძელდება ბრძოლა მისი პოლიტიკური მომავლისთვის.
შეგახსენებთ, რომ ივნისში ანგელა მერკელმა 2015 წელს მიგრანტების გერმანიაში მასიურ შეშვებას სწორი გადაწყვეტილება უწოდა.